საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად,
ენგურის ხიდზე მიმოსვლის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით, უწყება მუშაობს გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად.
„სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა დაცული იყოს ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ მიეცეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ენგურის ხიდზე მიმოსვლა 27 ივნისს, საღამოს, დროებით შეზღუდა. უწყების ცნობით, მათ უსაფრთხოების ეს ზომები საქართველოში, მათ შორის, ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო მიიღეს.
ამავე თემაზე:
გალში მცხოვრებლებს ენგურის ხიდის გადაკვეთა აფხაზეთის მიმართულებით შეუძლიათ (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები