ზუგდიდში, რუსთაველის 84-სა (ასოციაცია "ჰანგის" წინ) და გამსახურდიას გამზირზე, პროკურატურასა და რესურსცენტრს შორის ტერიტორიაზე, შშმ პირებისთვის პარკირების ადგილი მოეწყო.
ამის შესახებ რადიო
"ათინათს" ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში უთხრეს.
გადაწყვეტილება ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე 18 ივნისს მიიღეს. მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინიციატივა მოქალაქეებს ეკუთვნით, მერიამ კი მათი თხოვნა გაითვალისწინა.
მერიაში ასევე ამბობენ, რომ მსგავსი სადგომები სხვა ადგილებზეც მოინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები