ზუგდიდში, რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე შუქნიშანთან, 15 წლის მოზარდს ტაქსი დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონა წითელზე გადადიოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შს სამინისტროში რადიო
"ათინათს" უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები