უხვმა ნალექმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. როგორც რადიო
„ათინათს“ მუნიციპალიტეტის მერიაში უთხრეს, ძლიერი წვიმის შედეგად ძირითადად ქალაქის მოსახლეობა დაზარალდა.
ამავე ინფორმაციით, ჩახერგილია გზები, გაჭედილია საკანალიზაციო არხები, დატბორილია 15-მდე მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი და სახლის ნაწილი.
„ძირითადად ქალაქის მოსახლეობას აქვს პრობლემა. სახლში შეუვარდათ წყალი. შეტყობინება შემოვიდა სოფელ ეწერიდან, თანდათან შემოდის ზარებიც“, - ამბობს წალენჯიხის მერის მოადგილე ცოტნე შონია.
ამავე ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პრობლემურ ადგილებზე დილიდან გასულები არიან.
მასალის გამოყენების პირობები