სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ორი მოადგილე კობა ქანთარია და ირაკლი ჯიქია თანამდებობებს ტოვებს. ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ
სპეციალური განცხადება ბრიფინგზე გააკეთა. მან ჯიქიას ადგილმონაცვლედ
დავით ფარცვანია წარადგინა. უკვე ყოფილი მოადგილეები გუბერნატორის ბრიფინგს არ ესწრებოდნენ.
"რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ლიდერები. მმართველობით სტრუქტურებში ახალგაზრდების ჩართულობა აუცილებელია. დავით ფარცვანია გააგრძელებს გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას",- აღნიშნა მოწერელიამ.
ირაკლი ჯიქია გუბერნატორის პირველი მოადგილის პოზიციაზე 2018 წლის აგვისტოში დაინიშნა, რაც შეეხება ქანთარიას, იგი წლების განმავლობაში იკავებდა აღნიშნულ პოზიციას.
მასალის გამოყენების პირობები