რაულ ხაჯიმბა: ვლადიმირ პუტინთან სოხუმის აეროპორტის საკითხს განვიხილავთ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხის განხილვას გეგმავს.
ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიას განუცხადა.
„ჩვენ განვიხილავთ ქვეყნის ეკონომიკურ, ფინანსურ მდგომარეობას, აეროპორტის საკითხებს... ახლა დაკავებულები ვართ აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებით, სპონსორის მოსაზიდად, ის უარზე არ არის“, - განაცხადა ხაჯიმბამ.
დღეს სოჭში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. რაულ ხაჯიმბა და ვლადიმირ პუტინი სოციალურ - ეკონომიკური თანამშრომლობისა და აფხაზურ - რუსული ურთიერთობების განვითარების საკითხებს განიხილავენ.
ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები ხაჯიბამ და პუტინმა 2018 წლის ნოემბერში განიხილეს, ხოლო პირველი ოფიციალური შეხვედრა ასევე სოჭში, 2014 წლის ნოემბერში შედგა, რა დროსაც მოსკოვსა და სოხუმს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას“ მოეწერა ხელი.
მასალის გამოყენების პირობები