სამშენებლო კომპანია m² ზუგდიდში, თავისუფლებისა და ლაზის ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ დღეს კომპანიის წარმომადგენელმა საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა.
m²-ში ამბობენ, რომ დაგეგმილია 137 ბინიანი კორპუსის აშენება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება სპორტდარბაზით, აუზით, მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგით. გარდა ამისა, მრავალბინიან შენობაში განთავსებული იქნება კომერციული ფართები.
საკრებულოს დეპუტატებმა დღეს მხარი პროექტის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების შედგენას დაუჭირეს, რაც სამშენებლო ნებართვის მისაღებად ერთ-ერთი პირობაა.
„ამის შემდეგ იქნება დეტალური დიზაინი და ყველა პროცედურის გავლის შემდეგ m² მიიღებს სამშენებლო ნებართვას“, - უთხრა ჟურნალისტებს საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ.
აღნიშნული ტერიტორია კომპანიამ კერძო მესაკუთრეებისგან შეიძინა.
მასალის გამოყენების პირობები