საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის პორტის პროექტს.
ეს განცხადება მან ზუგდიდში გააკეთა. რუდის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ამერიკული ინვესტიცია პროექტში.
"საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტი და ჩვენი მთავრობა მხარს უჭერს მას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკული ინვესტიციები ამ პროექტში, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს პარტნიორობას", - განაცხადა რუდმა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში პრემიერი და აშშ-ს ელჩი იმყოფებიან
მასალის გამოყენების პირობები