ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა ანაკლიასა და განმუხურში, დაახლოებით, 243 742 კვ.მ.-ის მიწის იჯარით გაცემას ფესტივალ ECHO Waves-ის ჩასატარებლად.
ფესტივალის ორგანიზატორები მიწით 20-დან 27 აგვისტოს ჩათვლით ისარგებლებენ, რისთვისაც სიმბოლურ ფასს, 1000 ლარს გადაიხდიან.
„ჩვენ ხელს შევუწყობთ მაქსიმალურად მსგავს აქტივობებს, რაც ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას ეკონომიკური მიმართულებით, ასევე, ტურისტულ რუკაზე ანაკლიისა და განმუხურის გამყარებას“, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლია-განმუხურში 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები