აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „საპრეზიდენტო არჩევნები“ დასრულდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 56 % შეადგინა, ინფორმაციას „ცესკოს“ თავმჯოდმარეზე
დაყრდნობით, „აბხაზია ინფორმი“ ავრცელებს. ამავე ცმობით, „საარჩევნო უბნები“ 20 საათზე დაიხურა. „საუბნო კომისიის წევრების ხმების დათვლას შეუდგნენ. პროცედურის დასრულების შემდეგ, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ გოგია საერთაშორისო პრეს-ცენტრში გააკეთებს განცხადებას საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ“.
„18:00 საათის მონაცემებით, კენჭისყრაში ძირითად და დამატებით საარჩევნო სიაში დარეგისტრირებული 125 875 ამომრჩევლიდან, 61 020 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილოება“, - ნათქვამია „საარჩევნო კომისიის“ განცხადებაში.
ამავე თემაზე:
დაურ კოვე: ველოდებით განმარტებებს, თუ რატომ არ გაიხსნა სტამბოლში საარჩევნო უბანი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დღეს „პრეზიდენტს“ ირჩევენ
მასალის გამოყენების პირობები