ანაკლიაში მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია მიმდინარეობს
ანაკლიაში, მამუკა ხაზარაძე და მისი თანამოაზრეები საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციას მართავენ. დღესვე ოფიციალურად პირველად დასახელდება
ორგანიზაციის სახელწოდება და მიზნები.
მოძრაობის ინფორმაციით, ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა აერთიანებს წარმატებულ ეკონომისტებს, იურისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ სექტემბერში საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა. მისივე შეფასებით, ქვეყანაში ახლა მიმდინარე პროცესები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებაა.
მასალის გამოყენების პირობები