ზუგდიდში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრა იმართება, სამოქალქო აქტივისტი როსტომ ზარანდია მივიდა.
მას ხელში ტრანსპარანტი უჭირავს წარწერით: “ГавриLov”. ზარანდია თვლის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას გავრილოვი უყვარს, რასაც ის აპროტესტებს.
დღეს ზუგდიდში 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობენ. განიხილება ცვლილების ორი პროექტი. ერთი მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, მეორე კი საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელმაც 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა. შეხვედრას ესწრებიან, როგორ მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. შეკრებილებს სიტყვით უკვე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. მან არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ცნობისთვის, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, რომელიც აფხაზეთსა და ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად განიხილავს, საქართველოში ვიზიტის დროს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა.
აღნიშნულმა ფაქტმა ოპოზიციის დეპუტატებისა და ქართული საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა, რასაც სამოქალაქო მოძრაობების მხრიდან აქციები მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები