ხვალ, 9 ოქტომბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია გაიმართება.
ცერემონიას რუსეთის ფედერაციის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების, ნიკარაგუას დელეგაციები დაესწრებიან. ამის შესახებ ტასს „პრემიერ - მინისტრმა“ ვიტალი ბგანბამ განუცხადა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 სექტემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, რაულ ხაჯიმბამ 39 ათას 793, ხოლო მისმა ოპონენტმა, ალხას კვიცინიამ - 38 ათას 766 ხმა დააგროვეს. ამომრჩეველთა აქტივობამ 65,99% შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები