ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის პროექტს „არტსტუდიო პროექტი“ შეადგენს.
სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში. კომპანიის წარმომადგენლებმა 7 ოქტომბერს პროექტის კონცეფცია და
ხედვები სამინისტროს წარუდგინეს და მოწონებაც დაიმსახურეს.
პროექტის კონცეფციის შემდგენლების წინასწარი ხედვა ქალაქმშენებლობის გენგეგმის პროექტირებისას რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა:
ახალი ზონირება,
ხიდების მშენებლობა,
ველოტრასის განსაზღვრა,
საპარკინგე ადგილების გამოყოფა,
ქალაქის საზღვრების დადგენა,
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის შესაბამისი ნორმატივების დადგენა,
სამშენებლოდ გამოსაყენებელი მინიმალური მიწის ნაკვეთის განსაზღვრა,
მუნიციპალიტეტის ერთეულებს შორის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძების შემუშავება,
ქალაქის დეცენტრალიზაცია,
სანაპირო ზოლის განითარება,
საჰაერო სადენების მიწისქვეშ გადატანა,
საკოლმეურნეო ბაზრის გადატანა. კომპანია „არტსტუდიო პროექტმა“ პროექტირება მომავალი წლის ზაფხულში უნდა დაასრულოს. აღნიშნული სამუსაოსთვის 2019 წელს 90 ათასი, 2020-ში კი 360 ათასი ლარი დაიხარჯება. პროექტირება ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა დასრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები