ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის ინფორმაციით, მეუფე პეტრეს ნაცვლად, ჭყონდიდის ეპარქიაში სხვა მღვდელმთავარი, წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა.
„მეუფე პეტრე მთლიანად არ მოკვეთილა. საბოლოო დასკვნა, ალბათ, სინოდის სხდომის ოქმში იქნება. გათავისუფლებულია მღვდელმთავრის უშუალო მოვალეობისგან და ჭყონდიდის ეპარქიაში დაინიშნა სხვა მღვდელმთავარი - მეუფე გრიგოლი,“ - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან დღეს სინოდის სხდომაზე გადააყენეს.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები