ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში წასვლას, სადაც პატრიარქის ბრძანებით განმწესდა, არ აპირებს.
როგორც პეტრე ცაავა აცხადებს, მან ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტრის დათმობა ითხოვა.
„შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას. ვითხოვე, რომ ერთ-ერთი მონასტერი, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი დამითმონ, სადაც ვიქნები. დაველოდები პასუხს და მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ სად ვიქნები,“ - განაცხადა პეტრე ცაავამ.
ამასთან, პეტრე ცაავა აცხადებს, რომ მას მიტროპოლიტი გრიგოლ კაციასთვის, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიას მის ნაცვლად უხელმძღვანელებს, ეპარქიის გადაბარების პრობლემა არ ჰქონია.
მეუფე გრიგოლსა და პეტრე ცაავას შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ერთი საათის გაავლობაში გრძელდებოდა.
ამავე თემაზე:
მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის მრევლს - შეხვედრამდე სამოთხეში!
მეუფე გრიგოლი პეტრე ცაავაზე: ჩავეხუტები და მადლობას გადავუხდი
მასალის გამოყენების პირობები