მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას ხვალ დატოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ განუცხადა.
რაც შეეხება სინოდის სხდომას, მეუფე პეტრეს თქმით, თუ მიიწვევენ, დაესწრება, თუმცა მისი პირდაპირი ეთერის საშუალებით გაშუქებას ითხოვს.
"ძალიან დიდ პატივს ვცემ პრინციპულ ადამიანებს და პრინციპულობას. რადგან თქვენ ასეთი პრინციპულები ხართ, გაგიმხელთ, რომ ხვალ ეპარქიიდან გავდივარ. თუ მომიწვევენ სინოდის სხდომაზე, დავესწრები, თუმცა ჩემი მოთხოვნაა, ის საპატრიარქოს ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გაშუქდეს", - განაცხადა მეუფე პეტრემ.
ჭყონდიდის ეპარქიის ინვენტარიზაციის პროცესი შესაბამისმა კომისიამ უკვე დაიწყო. სამუშაო გეგმა კომისიის წევრებმა დღეს შეადგინეს.
მასალის გამოყენების პირობები