კათოლიკოს - პატრიარქის ილია მეორის მხარდამჭერი მსვლელობა ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან
დაიწყო. აქციის ორგანიზატორების თქმით, მსვლელობის მიზანია მადლიერების გამოხატვა პატრიარქის მიმართ და ის ნაწილობრივ, ბოლო დროს საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებსაც უკავშირდება.
მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე მსვლელობა, რომელშიც სასულიერო პირები და მოქალაქეები მონაწილეობენ, მშენებარე ტაძრის ეზოში დასრულდება. ამის შემდეგ მეუფე პარაკლისს აღავლენს.
31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე მარტვილის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. სხდომის დატოვების შემდეგ მან კათოლიკოს - პატრიარქს მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები