ფსხუში ტყე იწვის. მთაგორიანი სოფლის ერთ - ერთ ფერდობზე ცეცხლი 10 ჰექტარზეა მოდებული,
ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვებგვერდი ავრცელებს ინფორმაციას.
მაშველების ცნობით, ხანძრის ჩაქრობაში ავიაციაა ჩართული, რადგან ის ძნელადმისადგომ ადგილებშია გავრცელებული.
საგანგებო სიტუაციების „მინისტრის“ ლევ კვიცინიას თქმით, არაა გამორიცხული, რომ მათ დახმარებისთვის რუს კოლეგებს მიმართონ.
მასალის გამოყენების პირობები