სოხუმის უღელტეხილზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლის გავრცელების მასშტაბები ამ ეტაპზე დაუდგენელია.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილის სატბეი გინდიას ინფორმაციით, ისინი სპეცავიაციის გარეშე ხანძარს ვერ უმკლავდებიან, აქედან გამომდინარე, მათ რუს კოლეგებს მიმართეს დახმარებისთვის და პასუხს აქამდე ელოდებიან.
უწყებამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცეცხლი სოხუმის უღელტეხილზე, სოფელი ფსხუს მხრიდან, 150 - 200 ჰექტარზეა გავრცელებული. ამავე ცნობით, ხანძრის კერები აღნიშნულ ტერიტორიაზე 10 ნოემბერს გაჩნდა. სოხუმის რაიონის სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსის თემურ კვიცინიას თქმით, იწვის ტყე, ხანძარი გუდაუთის რაიონისკენ ვრცელდება. მისივე ცნობით, ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტები არ არის.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები