მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეცერის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.
ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებისა და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ამავე ცნობით, ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები იმყოფებიან.
მასალის გამოყენების პირობები