სოხუმში, ახალი რაიონში მდებარე ავტოფარეხებს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდირება მოახერხეს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ავტოფარეხი მთლიანად დაიწვა, კიდევ ორი - ნაწილობრივ, დაზიანებულია ერთი ავტომობილი. ამავე ცნობით, ხანძარი ნაგებობის დანარჩენ ნაწილზე, სადაც 20-მდე ავტოფარეხი დგას, არ გავრცელებულა.
ხანძრის წარმოშობის მიზეზები ჯერჯერობით გაურკვეველია.
მასალის გამოყენების პირობები