ბათლომე შელია: დღევანდელი დღე დასტურია იმისა, რომ ააიპ-ებში მმართველი პარტიის აქტივისტები არიან (ვიდეო)
11:50 / 22.11.2019
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შენობაში შეღწევას და მაჟორიტარის ბიუროზე სიმბოლურად ბოქლომის დადებას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.
ასევე აქ არიან სხვადასხვა ააიპ-ის წარმომადგენლები, რომლებიც ამ შენობაში მუშაობენ და აქციის მონაწილეებს მასში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ ოპოზიციის მომხრეები მათ მუშაობაში უშლიან ხელს.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ბათლომე შელია, აცხადებს, რომ „ყველა ააიპ-ებში „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან დასაქმებული.
"ეს დღე ამის ნათელი მაგალითია და ამას ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ. ააიპ-ების თანამშრომლები პოლიციელებთან ერთად არ გვიშვებენ შენობაში, არადა ისინი ახლა სამსახურეობრივ მოვალეობას უნდა ასრულებდნენ", - თქვა შელიამ.
აქციის მონაწილე ერთ - ერთმა ახლაგაზრდამ აღნიშნა, რომ მათ დღეს აზრის გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს.
„გავრილოვი რომ მოვიდეს, იმას შეუშვებენ. ჩვენ კი ქართველ ახალგაზრდებს,პროტესტის გამოხატვის საშუალება არ მოგვცეს. ეს არის სამარცხვინო ფაქტი", - თქვა მან.
ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები მაჟორიტარის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან შეიკრიბნენ. ისინი შენობაში შესვლას და ბიუროს კარებზე სიმბოლურად, ბოქლომის დადებას ცდილობდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცავები.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები