მოქალაქემ ზუგდიდში აქციის მონაწილეებისგან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაცვა სცადა (ვიდეო)
20:15 / 03.12.2019
მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ცოცხებს, პლასტმასის კასრებს, ყავარჯნებს და კვერცხებს უშენდნენ, შუა ხნის გამვლელი ქალი მხარეებს შორის ჩადგა.
ის აქციის მონაწილეებს აგრესიული ქმედებების შეწყვეტიკენ მოუწოდებდა. ასევე ეუბნეობოდა, რომ მათი საქციელი სამარცხვინო იყო და ქვეყნის გამყიდველები არიან. აქციის მონწილეებმა მას ცოცხები და კასრები დაუშინეს.
„სად გაზრდით შვილებს, არ გრცხვენიათ, როგორ იქცევით. მონები ხართ, რამდენი მოგცეს ფული?“ - ასე მიმართავდა ის აქციის მონაწილეებს.
მოქალაქემ ჟურნალისტებთან ვინაობის გამხელა არ ისურვა. ბოლოს მას აქციის ერთ-ერთი მონაწილე გადაეფარა და იქაურობას განარიდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან საპროტესტო აქცია, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა. აქციის მონაწილეები სკეიტპარკის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მსვლელობით ყოფილი მმართველი პარტიის ოფისისკენ გაემართნენ. ენმ-ს წევრები და მხარდამჭერები შენობის გარეთ არ გამოსულან, თუმცა მათ ოფისის მინის კედლებზე ბიძინა ივანიშვილის პლაკატები გააკრეს წარწერით: „ბიძინა ხ...ი“.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც იქ დაგვიანებით მივიდა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბურთით თამაში, სახელად ბურთუა, საუკუნეების განმავლობაში პოპულარული გახლდათ. მას თამაშობდნენ ბავშვები და დიდები, სხვადასხვა წესებითა და ფორმით — ხელით, ფეხით, ჩოგნითაც. ლელო ბურთი, ტანტრაცილიკი, ჭარკინუა და სხვა თამაშები დღესასწაულებზე ტარდებოდა და მთელ სოფელს აერთიანებდა.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები