ზუგდიდის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" შს სამინისტროში განუცხადეს. ამავე ცნობით, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო,
რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
"ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს ცოცხები, პლასტმასის კასრები, ყავარჯნები და კვერცხები ესროლეს. ჩამსხვრეულია შენობის მინები.
ამავე თემაზე: მოქალაქემ ზუგდიდში აქციის მონაწილეებისგან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაცვა სცადა (ვიდეო)
პოლიციამ აქციის მონაწილეები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს განარიდა
ქართული ოცნების მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვერცხები დაუშინეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მისულებს სსრკ-ს დროინდელი მელოდია ჩაურთეს
მასალის გამოყენების პირობები