სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია (DMO) მომავალი წლიდან სხვადასხვა ფესტივალის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ DMO-ის ხელმძღვანელმა
ლევან წულაიამ ორგანიზაციის მიერ მომზადებული რეგიონის ხუთწლიანი ტურიზმის განვითარების გეგმის პრეზენტაციისას ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, ხაჭაპურის ფესტივალის გარდა, სამეგრელოში მარულა/ბაზიერობისა და "კუჩხას" ფესტივალი ჩატარდება.
„ფესტივალი „კუჩხა“ დადიანების ეზოში გაიმართება, სადაც ძველ მეგრული ტრადიციების გაცოცხლებასთან ერთად ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება“, - თქვა წულაიამ.
ორგანიზაცია რეგიონის 9-ვე მუნიციპალიტეტმა ერთობლივად დააფუძნა. მისი მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები