ორდღიანი წვიმის შედეგად ზუგდიდის ახლად რეაბილიტირებულ ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა ადგილას წყლის გუბეები დადგა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ სპეციალისტებთან
ერთად საკითხს დეტალურად შეისწავლიან და პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.
ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაციისთვის 11 974 436 ლარი დაიხარჯა.
სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "ჯავა" ახორციელებდა, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
მასალის გამოყენების პირობები