ზუგდიდის ბაღის ლოგოს კონკურში მონაწილეობის მიღება მსურველებს 10 თებერვლიდან შეეძლებათ. საკონკურსო პირობებზე ლოგოს შესარჩევად დაკომპლექტებულმა სპეციალურმა კომისიამ დღეს იმსჯელა.
რამდენიმე მოთხოვნასთან ერთად, პრიორიტეტული ბოტანიკური ბაღის მაიდენტიფიცირებელი ნიშანი უნდა იყოს.
„დღეს გაიმართა მორიგი კომისიის სხდომა, სადაც შევთანხმდით ტექნიკურ პირობაზე, რომელსაც საკონკურსოდ ვამზადებთ. კონკურსი მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამოცხადდება და იქნება 10 მარტამდე“, - ამბობს ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზვიად ქარჩავა.
კონკურსის გამარჯვებული ბაღის ადმინისტრაციისგან 2000 ლარს მიიღებს.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის ლოგოს შესაქმნელად კომისია საჯარო მოხელეებით, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.
მასალის გამოყენების პირობები