სამეგრელოში თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა 401-მდე გაიზარდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით თვითიზოლაციაში 401 პირი იმყოფება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა უთხრა. ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, კარანტინში კი ამ დრომდე 86 პირი რჩება, თვითიზოლაციიდან მოიხსნა 116, იზოლაციის პირობების დარღვევის გამო საკარანტინო სივრცეში იძულებით 27 ადამიანი გადაიყვანეს.
ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში რჩება 4 055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა, მათ შორის, 10 გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები