მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში
მომხდარ მკვლელობაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით,
დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით სამძებრო ღონისძიებები ხორციელდება.
"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 20 აპრილს, მესტიის რაიონის სოფელ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელს ბ.ი.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ბ.ი. ადგილზე გარდაიცვალა. სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება გადაუდებელი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ასევე დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით ხორციელდება შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები