ახალი ამბები
კორონავირუსით ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის ოჯახის 3 წევრს Covid 19-ი დაუდასტურდა
კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის დედას და 2 არასრულწლოვან შვილს covid 19-ი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსმა ანზორ ქობალიამ დაუდასტურა. მისივე თქმით, კვლევა ჩაუტარდა პაციენტის კიდევ ერთ შვილს, მეუღლესა და სიდედრს, თუმცა მათი პასუხები უარყოფითია. 

"მიმდინარეობს სხვა კონტაქტების მოკვლევა. ჯერჯერობით ვერ გეტყვით სად გადაიყვანენ დანარჩენებს, თუმცა უშუალოდ მამაკაცი გადაყვანილია თბილისში, ორმხრივი პნევმონიით", - თქვა ქობალიამ.

42 წლის მამაკაცი, რომელსაც მაღალი სიცხე 9 მაისიდან აღენიშნებოდა, რუხის საავადმყოფოში 14 მაისს გადაიყვანეს. PCR კვლევის შედეგად მას კორონავირუსი დაუდგინდა. პაციენტი ტრაილერის მძღოლია, რომელიც სომხეთიდან 17 აპრილს დაბრუნდა. 2 კვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ მამაკაცი ქვეყანაში შიდა გადაზიდვებს ახორციელებდა.

ამავე თემაზე: 

Covid 19-ით ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის კონტაქტებს თბილისსა და ფოთშიც იკვლევენ 

ზუგდიდში კორონავირუსი ტრაილერის მძღოლს დაუდასტურდა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.