ოკუპირებულ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული გოგონა თბილისში გადაჰყავთ
ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ.
ინფორმაციას ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე ადასტურებს. მისივე თქმით, 6 წლის გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, დეტალებზე კი მოგვიანებით გააკეთებენ განმარტებებს.
როგორც რადიო "ათინათს" წყარომ უთხრა, ხანძარი სახლის დამხმარე ნაგებობაში გაჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები