ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციულ შენობაში კაფეტერიისა და ტერასის ამუშავებაზე ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა. ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" მიერ გამოქვეყნებული პირობების მიხედვით,
გამარჯვებულმა იჯარით მიღებული უძრავი ქონება მხოლოდ კაფე-რესტორნისთვის უნდა გამოიყენოს.
გარდა ამისა, მოიჯარემ ქონება არ უნდა გამოიყენოს კანონმდებლობების შესაბამისად დაშვებულზე მეტი აკუსტიკური ხმაურის გამომწვევი საქმიანობის მიზნებისთვის.
აუქციონი დღეს დაიწყო და 22 ივნისს დასრულდება. მისი საწყისი ფასი 29 ათასი ლარია.
მასალის გამოყენების პირობები