ზუგდიდის სოფელ კიროვის ტერიტორიაზე მდინარეში მოზარდს ეძებენ
ზუგდიდის სოფელ კიროვში მდინარე ჯუმის ტერიტორიაზე 15 წლის მოზარდს ეძებენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ის ადიდებულ მდინარესთან საქონლის მოსაძებნად იმყოფებოდა.
"შებინდებამდე ბავშვებმა ნახეს, რომ მდინარის მეორე ნაპირზე აპირებდა გადასვლას, სადაც წყალი დაბალია, მაგრამ წვიმების გამო იმატა წყლის დონემ და რა მოხდა არ ვიცით", - გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან სამაშველო ბრიგადები და მოზარდის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები