წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე სავარაუდოდ სიგარეტის კონტრაბანდისთვის დააკავეს
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია, სავარაუდოდ, კონტრაბანდული სიგარეტის გასაღებისთვის დააკავეს.
მუნიციპალიტეტის მერის ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, მასთან ერთად დაკავებულია საკრებულოს აპარატის თანამშრომელი მათე ღვინჯილია.
"თბილისში ვარ. მე რაც ვიცი ინფორმაცია, ერთად უნდა ვყოფილიყავით შეხვედრაზე, დამიკავშირდნენ ტელეფონით და შემატყობინეს, რომ დაკავებულია. მათე ღვინჯილია საკრებულოს აპარატის წევრი, განყოფილების თანამშრომელი. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, აბსოლუტურად გაოგნებული ვარ", - უთხრა მან რადიო "ათინათს".
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
მასალის გამოყენების პირობები