ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირისა და რუსთაველის ქუჩის კვეთაზე მდებარე სასტუმრო "ოდიშის" ყოფილი შენობა პირობიან აუქციონზე გაიყიდება.
ამის შესახებ საკრებულოს დღეს გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი. ქონების საწყისი ფასი 4 000 000 ლარია. გარდა ამისა, შემსყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში 4 მილიონი ლარის ინვესტიცია სასტუმროს ან/და კომერციული ფართის მოწყობისთვის უნდა განახორციელოს.
რაც შეეხება აღნიშნულ შენობაში მცხოვრებ დევნილებს, საკრებულოს თავმჯდომარის ცნობით, მათი განსახლება ბარამიას ქუჩაზე მდებარე ახლად აშენებულ ბინებში მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები