სენაკში სახლი გაძარცვეს. არსებილი ინფორმაციით, სამი თავდამსხმელი სახლში დილის 9 საათზე შეიჭრა, სადაც მათ ოჯახის ერთი წევრი, ასაკოვანი ადამიანი დახვდათ. ბოროტმოქმედებმა, სავარაუდოდ, ფული წაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძარცვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, პოლიცია საგამოძიებო ღონისძიებებს ინტენსიურ რეჟიმში ატარებს.
მასალის გამოყენების პირობები