ზუგდიდის სოფელ ნაცატუში ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მათ შიდასაუბნო გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით, ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს,
რა დროსაც პოლიციელებმა ერთი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა. დაკავებული, სავარაუდოდ, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ზუგდიდის მერიასთან აპირებენ მისვლას და აქციის იქ გაგრძელებას.
ნაცატუელებმა საპროტესტო აქცია 28 აგვისტოსაც გამართეს.
სოფელ ნაცატუს მოსახლეობამ გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართა
მასალის გამოყენების პირობები