შს სამინისტროს ცნობით, ზუგდიდში თხილის ქარხნის ეზოში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე 2 პირი დააკავეს. საქმეზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით
(სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი) არის დაწყებული.
დაპირისპირების დროს დაშავებულ მამაკაცს, რომელსაც თავში ბლაგვი საგანი
ჩაარტყეს, რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების ცნობით, პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაშია.
ინფორმაციისთვის, დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
მასალის გამოყენების პირობები