"საქართველოს ბანკში" შეჭრილი პირი 500 000 დოლარსა და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს.
ამის შესახებ ბანკის მძევლად აყვანილმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, პოლიციასა და თავდამსხმელს შორის გარკვეული სახის კომუნიკაცია შედგა, თუმცა ის სხვა დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს.
ამ წუთისთვის ბანკის შენობაში 20-მდე პირი მძევლად არის აყვანილი. მათი უმეტესობა ბანკის თანამშრომელია, ნაწილი კი ბანკის მომხმარებელი, რომელიც თავდასხმის მომენტში შენობაში იმყოფებოდა.
შეიარაღებული მამაკაცი გამსახურდიას გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში დაახლოებით 2 საათის წინ
შეიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, მან შენობაში შესვლამდე ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ჰაერში გაისროლა.
მასალის გამოყენების პირობები