ზუგდიდს საჰაერო სივრციდან ვერტმფრენი აკონტროლებს. ჯერჯერობით უცნობია, რა დანიშნულება აქვს
ვერტმფრენს, რომელმაც პატრულირება რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. შსს-ს ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთების, გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.
ამ წუთისთვის ბანკის შენობაში 20-მდე პირი მძევლად არის აყვანილი. მათი უმეტესობა ბანკის თანამშრომელია, ნაწილი კი ბანკის მომხმარებელი, რომელიც თავდასხმის მომენტში შენობაში იმყოფებოდა.
შეიარაღებული მამაკაცი ზუგდიდის ცენტრში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში დაახლოებით 3 საათის წინ შეიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, მან შენობაში შესვლამდე ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ჰაერში გაისროლა.
მასალის გამოყენების პირობები