სოჭში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ხვდება, - ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს“.
ამავე ცნობით, შეხვედრაზე მხარეები სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებს, ასევე მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების“ რეალიზაციის საკითხებს განიხილავენ.
გამოცემის ცობით, აფხაზმა ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ფედერაციის მიერ „წლების განმავლობაში აფხაზეთისთვის გაწეული დახმარებისთვის, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიის დროს“ და აღნიშნა, რომ „მეგობარი“ ჭირში შეიცნობა. ასლან ბჟანიამ ვლადიმირ პუტინი აფხაზეთშიც მიიწვია.
მასალის გამოყენების პირობები