ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიას, კონკრეტულად კი ჭურიას შორის ხანძარია.
ცეცხლი დაუსახლებელ ტერიტორიაზე რამდენიმე ჰა-ზე მცენარეებს უკიდია. ყულევის გამგებლის ბუთხუზ ხორავას ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, რადგან კერები დასახლებული პუნქტებიდან შორსაა.
ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.
მასალის გამოყენების პირობები