ზუგდიდში საშობაო ხალხმრავალი მსვლელობა არ გაიმართება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში უთხრეს.
მამა იოანე აკობიას ინფორმაციით, ალილო ქვეყანაში პანდემიის გავრცელებით არსებული მდგომარეობის გამო არ ჩატარდება.
"როგორც მოგეხსენებათ ალილო ტრადიციულად ტარდებოდა ძალიან ხალხმრავალი მსვლელობით, ლიტანიობით, თუმცა დღევანდელობიდან და რეგულაციებიდან გამომდინარე, წელს არ გაიმართება იმ ფორმით როგორითაც ტარდებოდა. უწმინდესისა კურთხევით მოხდება ქალაქის კურთხევა, სხურება ნაკურთხი წყლისა და ამ ფორმით მივულოცავთ ჩვენს თანაქალაქელებს შობის დიდებულ დღესასწაულს", - თქვა მამა იოანემ.
მისივე ცნობით, საშობაო ღამისთევა ღამის 12 საათზე დაიწყება და წირვას მეუფე გერასიმე აღავლენს.
"ყველა ის რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული და შესრულებული როგორც აქამდე ვასრულებდით", - აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები