გაგრის რაიონის მთისპირეთში ტყეს უკიდია. ადგილზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან.
ქრობის სამუშაოები რამდენიმე კერაზე მიმდინარეობს. ამის შესახებ უწყების პრესმდივანმა რომან ლაბიამ განუცხადა ადგილობრივ მედიას. მისივე თქმით, ხანძრის გავრცელების ფართობი ჯერჯერობით არ არის დადგენილი. ლაბიას თქმით, მანამდე, 5 დეკემბრის საღამოსთვის, გალის რაიონში მძვინვარე ხანძრის ყველა კერის ლიკვიდირება მოხერხდა. პრეს - მდივანი აღნიშნავს, რომ მთავარ სირთულეს ძნელად მისადგომი ადგილები წარმოადგენს, სადაც სპეცტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, რის გამოც, მეხანძრე მაშველებს საკუთარი ძალებით უხდებათ ხანძრის ქრობა.
აფხაზეთის სხვადასხვა რაიონში ხანძრის კერების გაჩენის ძირითად მიზეზად ლაბია ადამიანურ ფაქტორს ასახელებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებს. დღევანდელ აქციას სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ზუგდიდიდან უერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები