ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ორგანიზაცია "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრებმა და სხვა სამოქალაქო აქტივისტებმა კარავი გაშალეს.
მათი თქმით, ამ ფორმით ისინი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აქ გარკვეული დროით აპირებენ დარჩენას. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
"საქართველოს ხელისუფლებას არ შევარჩენთ არჩევნების გაყალბებას. ვიბრძოლებთ სანამ მთავრობას არ ვაიძულებთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას", - ამბობს მოძრაობის წევრი ალიკა კუპრავა.
სამოქალაქო აქტივისტები მსგავს აქციებს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში პერიოდულად მართავენ და მომავალშიც გეგმავენ ჩატარებას.
მასალის გამოყენების პირობები