ახალი ამბები
ხვალიდან ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ელექტრონული სისტემა ამოქმედდება
1 თებერვლიდან, ზუგდიდში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდას მგზავრები ელექტრონულად შეძლებენ. დისტანციური საბარათე სისტემით და ხურდის მიმღები აპარატებით ავტობუსებს კომპანია "მეტრო სერვის+" უზრუნველყოფს. როგორც ზუგდიდის მერიაში ამბობენ, დეტალურ ინფორმაციას ხვალ გაავრცელებენ.

კომპანია "მეტრო სერვის +" 2006 წელს დაფუძნდა და პირველმა დანერგა საქართველოში მგზავრობის საფასურის საბარათე გადახდების სისტემა. ის მუნიციპალურ ტრანსპორტსა და საბაგირო სისტემებში მგზავრობის საფასურის მოკრების და ადმინისტრირების სფეროში ოპერირებს. კომპანიას საქართველოს მასშტაბით 3 000–მდე თვითმომსახურების ტერმინალი აქვს, რომელთა მეშვეობით მგზავრებს ბარათებზე თანხების დეპონირების და ჯარიმების გადახდის საშუალება ეძლევათ. "მეტრო სერვის +" სს "საქართველოს ბანკის" ქვეკონტრაქტორია.

ამავე თემაზე:

თებერვლიდან ზუგდიდის ავტობუსებში მგზავრების მიერ ბილეთების შეძენას კონტროლიორები შეამოწმებენ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
22 / ნოემბერი 2024
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.