მოსწავლეებთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ჩხოროწყუს მერიის შენობის წინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა
საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქვით, იმის გამო, რომ ბავშვებს
მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს პასუხისმგებლობა მერს უნდა დაეკისროს. აქციის მონაწილეები დათო გოგუას გადადგომას ითხოვენ.
ამასთან, საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, მათ სწორედ ამ ფორმით გააპროტესტეს მოსწავლეებთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტი. აქციის მონაწილეებმა მერიის შენობის წინ, ასფალტზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვეს: "გადადექი", "ბავშვი ვარ", მონებო".
თავის მხრივ, ჩხოროწყუს მერი ამბობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ბავშვების მიყვანის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. დათო გოგიუას თქმით, როგორც კი ამის შესახებ შეიტყო შესაბამისი ზომები მიიღეს, ბავშვები მერიის შენობიდან გაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები