ზუგდიდში "ოქროს ბირჟაზე" თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო
ზუგდიდში "ოქროს ბირჟაზე" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შს სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება.
ინფორმაციისთვის, დაახლოებით 13:30 საათზე უნივერმაღის ყოფილ შენობაში, სავარაუდოდ, 2 პირი შეიჭრა, ოქროულობა გაიტაცეს და მიიმალნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა რამდენიმე ათეული ძვირფასი სამკაულის წაღება შეძლეს.
მასალის გამოყენების პირობები