თამარ მეფის ქუჩაზე ზუგდიდი-თბილისის მატარებელი მსუბუქ მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული კონტაქტურია.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები